ბაკურიანის გზამკვლევი ერთ პლატფორმაზე
იპოვე ადგილი დასასვენებლად
ტრანსპორტი და ტრანსფერები
უსაფრთხო გადაადგილება ბაკურიანში და მის ფარგლებს გარეთ
ბლოგი და სიახლეები
ნახე ყველაბინები, სასტუმროები და სერვისები ბაკურიანში — ერთ პლატფორმაზე
MyBakuriani ბაკურიანში ჩამოსვლის დაგეგმვაში გეხმარებათ: აირჩიეთ ბინა ან კოტეჯი დღიურად, იპოვეთ სასტუმრო, შეარჩიეთ ტრანსფერი თბილისიდან, რესტორანი და გართობა ან გახსენით განყოფილება იყიდება, თუ ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ.
განცხადებებს მესაკუთრეები და მომსახურების მიმწოდებლები თავად ათავსებენ, ხოლო ნიშანი „დადასტურებული მესაკუთრე“ აჩვენებს, რომ MyBakuriani-მ მათი მონაცემები და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეამოწმა. ჯავშნისა და გადახდის პირობებზე თქვენ უშუალოდ განცხადების ავტორთან თანხმდებით.
ბაკურიანი სამცხე-ჯავახეთშია, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრზე, თბილისიდან კი დაახლოებით 180 კილომეტრითაა დაშორებული. სათხილამურო სეზონი, როგორც წესი, დეკემბრიდან მარტამდე, თოვლის მიხედვით გრძელდება. უბნების, საბაგიროებისა და გზის შესახებ წაიკითხეთ ბაკურიანის გზამკვლევი, სიახლეებისა და რჩევებისთვის კი — ბლოგი. გვაქვს ასევე ხშირად დასმული კითხვების გვერდი.

